19 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
2 დღე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე და საზეიმო ღონისძიებები თბილისში

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე 2 დღე რჩება. თბილისში ამ მოვლენის აღსანიშნავად დღეს საზეიმო ღონისძიებები დაიწყო. 

ევროპა ჩვენს ქუჩაზე - ამ სლოგანით თბილისში დაიწყო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის აღნიშვნა და განახლებული აღმაშენებლის ქუჩა მთლიანად ევროპული ღონისძიებებს დაეთმო.

ევროპის ქუჩაზე მისულ სტუმრებს ელექტრონულით დაწყებული კლასიკურით დამთავრებული, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.

ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის უპირატესობებზე გაამახვილეს ყურადღება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. ევროპის ქუჩაზე მივიდნენ პარლამენტის წევრებიც.

ახალი რეჟიმის ამოქმედებისთვის ემზადებიან თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტს ამოქმედდება. 

მუსიკალური და სხვა გასართობი აქტივობები აღმაშენებლის გამზირზე ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები