19 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
რეკორდი მექსიკაში - მეხიკოს ცენტრში 3 ათას 400-მა წყვილმა ერთდროულად იქორწინა 

მექსიკელი შეყვარებულები გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. მეხიკოს ცენტრში 3 ათას 400-მა წყვილმა ერთდროულად იქორწინა და ახალი რეკორდი დაამყარა. ახალდაქორწინებულებს შორის არიან ლგბტ პირებიც.

მეხიკომ ერთსქესიანი ქორწინებები ლეგალურად 2009 წელს გამოაცხადა. მასობრივი ქორწილი მერიის მიერ იყო ორგანიზებული, ცერემონიას კი ქალაქის მერი უძღვებოდა. შეყვარებულ წყვილებს ღვინით გაუმასპინძლდნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამგვარად მექსიკელებმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც გასულ წელს დაამყარეს. შარშან მასობრივ ქორწილში 2 ათას 16 წყვილი ჩაერთო.

დღის ამბები