19 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
წყნეთში სპორტულ მოედანზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ

წყნეთში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სპორტულ მოედანზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, სტადიონის ადგილას საცხოვრებელი სახლის ასაგებად ნებართვა უკვე გაიცა და მოხდა ტერიტორიის შემოღობვა.

აქციის მონაწილეები ინვესტორისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ეს სტადიონი 10 000 მოსახლეზე ერთადერთია და მისი შენარჩუნება ახალგაზრდებისთვის აუცილებელია.

ადგილზე იმყოფებოდა მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მშენებლობას ემხრობა და ტერიტორიის კეთილმოწყობის იმედი აქვს.

დღის ამბები