19 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
სამთავრობო ქალაქის აშენების ინიციატივა - ოპოზიცია და ექსპერტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ

საქართველოს ხელისუფლება ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის აზრით, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში სამინისტროების ფართების გათავისუფლება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.  

მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ სამინისტროების შენობები შესაძლოა დიდი შემოსავლის მქონე სასტუმროებად გადაკეთდეს.

მსგავსი განცხადებები და ინიციატივები იმის ფონზე კეთდება, როდესაც შენობები, რომლებიც სამინისტროებმა წლების წინ დაცალეს, ძველებურ მდგომარეობაშია და არავითარი სასტუმროები, როგორც ამას თავის დროზე აანონსებდნენ, იქ არ გახსნილა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიუჯეტიდან სამინისტროების მშენებლობაზე ასეულობით მილიონი ლარის დახარჯვა აბსოლუტურად მიუღებელია.

ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარედ, სადაც შარშან ბიზნესსახლის მშენებლობა დაანონსდა, 6 თვის თავზე არათუ მშენებლობა არ დაწყებულა, ადგილზე აბრაც არ არის დამაგრებული.

დაანონსებული სამთავრობო ქალაქის შესახებ, ხელისუფლება უკან დასახევ გზასაც იტოვებს და ამბობს, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ საკითხის ეფექტურობისა და მოგების მოლოდინის გათვლის შემდეგ განხორციელდება.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები