19 მაისი 2024,   03:49
ვრცლად
ცხოვრება ქუჩაში - მზრუნველობის გარეშე დარჩენილი პირების ისტორია

მზრუნველობამოკლებული ბავშვების დიდი ნაწილი ძირითადად ქუჩაში იბადება, იზრდება და წლების განმავლობაში მათთვის საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად არ იცვლება.

საზოგადოებაში მათ ნაკლებად ენდობიან, რადგან ზოგჯერ, მათი ცხოვრების წესი კრიმინალისკენ დიდი ბიძგია.

რომელიმე მათგანს, თუ ძალიან გაუმართლებს, შეიძლება ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლში მოხვდეს, მაგრამ საკმარისია სრულწლოვან ასაკს მიაღწიოს და ეს სიკეთეც ქრება და ის უკვე საბოლოოდ ქუჩაში რჩება.

ქუჩაში მცხოვრები ახალგაზრდების სტატისტიკა არ არსებობს. სახელმწიფო ბავშვების საოჯახო ტიპის სოციალურ სახლებში ცხოვრებას მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე, 18 წლამდე უზრუნველყოფს. სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ მათი ბედი გაურკვეველი და ბუნდოვანია.

ავტორი: თაკო მესხი.

ამავე თემაზე
დღის ამბები