19 მაისი 2024,   05:22
ვრცლად
მოწვევა ვენეციის ბიენალედან - თანხის უქონლობის გამო, ქართველმა სტუდენტებმა შესაძლოა ისტორიული შანსი ვერ გამოიყენონ

მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენის, ვენეციის ბიენალეს ფარგლებში ქართველმა სტუდენტებმა წელს პირველად მიწვევა მიიღეს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ვენეციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შენობაში უნდა გამოიფინოს.

10 სტუდენტი საქველმოქმედო გამოფენისთვის ემზადება, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ახალგაზრდებს საჭირო რაოდენობის თანხა ექნებათ. მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის უპრეცენდენტო მიწვევისა, სახელმწიფომ ისინი მხოლოდ ნაწილობრივ დააფინანსა.

სტუდენტების ფერწერული ნამუშევრები და ინსტალაციები ბემბოს სასახლეში უნდა გამოიფინოს, თუმცა ქირის თანხა სრულად არ აქვთ, ამიტომ გამოიყენებენ თუ არა ამ ისტორიულ შანსს არ იციან.

კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ სტუდენტების ვენეციის ბიენალეში მონაწილეობას სრულად ვერ აფინანსებენ, რადგან ახლა ამის რესურსი არ აქვთ.

სტუდენტებმა თანხის შესაგროვებლად გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, სადაც საკუთარ ნამუშევრებთან ერთად პედაგოგებისა და უფროსი კოლეგების ნახატებიც გამოიტანეს.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

 

 

 

 

 

დღის ამბები