19 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
სიკვდილის ზონები თბილისში ქვეითებისთვის - დამძიმებული მდგომარეობა ქალაქის გზებზე

რამდენიმე დღის წინ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია თბილისში მომხდარმა ​ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა.

ბოლო დღეების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა და შედეგად მსხვერპლმა, იმატა.

დღეს საქართველოში და კერძოდ თბილისში, ქვეითების უფლებები უკიდურესად ირღვევა. გზებზე, სადაც ფეხით მოსიარულეებს წესით უპირატესობა აქვთ, ავტომობილების მძღოლები მათ, ხშირ შემთხვევაში, ადგილს არ უთმობენ. მეტიც, ისინი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ზოლში გადადიან და იქაც ახერხებენ ქვეითებთან შეჯახებას.

მოძრაობის წესების დაცვასთან ერთად, ქალაქში პრობლემა ინფრასტრუქტურაა. დღეს ზოგიერთ გზაზე ტროტუარებზე ან ავტომობილებია გაჩერებული, ან ახალაშენებული კორპუსის მიერ არის შევიწროვებული.

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ფეხით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.

2016 წელს საქართველოში 170 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ქვეითთა დიდი ნაწილი ისეთ გზატკეცილებზე იღუპება, სადაც მანქანებს დიდი სიჩქარის განვითარების მეტი შანსი აქვთ.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები