17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
რიმა ბერაძე "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეთა ბრალდებებს უარყოფს

რიმა ბერაძე ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს პასუხობს და დეპუტატი ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულების ბრალდებებს უარყოფს.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულეს.

„ეს ნამდვილად არასწორი ინფორმაციაა. კითხვა იყო ის, რომ გაეზრდებოდა თუ არა თანხები თითოეულ მათგანთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო თავისთავად ცხადია ის, რომ გამოყოფილი, მილიონ 50 ათასი ლარიდან, რომელიც აკმაყოფილებდა 345 მოქალაქეს, ამ ეტაპზე მეტი საშუალება სახელმწიფოს, კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს არ გააჩნდა,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.

დაზარალებულები შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ, და დიპლომატიურ უწყებას თხოვენ მთავრობასთან შუამდგომლობას. მოვაჭრეები დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, საბანკო ვალდებულებების შეჩერებას, ასევე პრემიერთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან პირველადი კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ითხოვენ.

საკრებულოს მიერ 3 ათას ლარიან შეთავაზებაზე კი უარი განაცხადეს. მოვაჭრეები უახლოეს დღეებში სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გამართავენ აქციას.

 

დღის ამბები