17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
საგურამოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი გაიხსნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი გაიხსნა საგურამოში. ახალი ცენტრი ბენეფიციარებს ინკლუზიური განათლებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში დაეხმარება.

ცენტრის წევრებს შესაძლებლობა აქვთ თერაპიულ და სარეაბილიტაციო მომსახურებასთან ერთად, პროფესიასაც დაეუფლონ.

„აქ არის საუკეთესო პირობები იმისთვის, რომ ბავშვებმა, ახალგაზრდებმა მიიღონ ელემენტარული უნარები იმისთვის, რომ მოემზადონ და ადაპტაცია განიცადონ ცხოვრების პირობებთან, რათა ისინი იყვნენ ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები,“ - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

დღის ამბები