17 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
ქუთაისის საერთაშრისო აეროპორტში მგზავრებისთვის დამატებითი გასასვლელი დაემატება

​ვიზალიბერალიზაციამდე რამდენიმე საათი რჩება. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დადებით მხარეებზე შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ქეთევან ალექსიძე საუბრობს და ადასტურებს, რომ მგზავრთა ნაკადი გაზრდილია და ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აეროპორტს კიდევ ერთი გასასვლელი დაემატება. ამას თან ერთად, ქუთაისი-თბილისისა და თბილისი-ქუთაისის მარშრტუტზე 2 სამგზავრო ავტობუსი დაემატება.

ქეთევან ალექსიძის აზრით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ავიაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი არა მხოლოდ საქართველოს განვითარებისთვის, არამედ ასევე მნიშვნელოვანია ავიაციისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც იცით, ავიაცია საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. წელსაც პრაქტიკულად უპრეცედენტო ზრდა გვქონდა საერთაშირისო აეროპორტებში და ეს ახალი შესაძლებლობა უფრო დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ საქართველო,“ - აცხადებს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ქეთევან ალექსიძე.

დღის ამბები