17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარებიან

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ეხმიანება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქეებს სრულ კონსულტაციას გაუწევენ სასურველი ინფორმაციის მისაღებად.

„საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მას უდიდესი პოზიტიური შედეგები მოაქვს ყველა სფეროსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ სრულად მიიღონ ის სარგებელი, რასაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა გვთავაზობს,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები