17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
საზოგადოება ვალდებულია, ჩემი აზრით, მიუდგეს ამ საკითხებს პასუხისმგებლობით - ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას კურიერის ეთერში აფასებს. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ეს სახელმწიფოსთვის დიდი გამოწვევაა.

„საზოგადოება ვალდებულია, ჩემი აზრით, მიუდგეს ამ საკითხებს პასუხისმგებლობით და მაქსიმალურად შეეცადოს, რათა არ დაარღვიოს ის კრიტერიუმები, რომელიც მიმოსვლას შემდგომში შესაძლებელია, რომ ხელი შეუშალოს,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს რომ თავშესაფრის მაძიებელთა გადინება არ უნდა მოხდეს.

ვიქტორ დოლიძის თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც შეძლონ უვიზო მიმოსვლით სარგებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს კიდევ სხვა კუთხით დაანახებს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას.

„ვიზასთან დაკავშირებული საკითხი იქნება ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი, რომელიც გაზრდის რეალურად, ჩემი აზრით, მათ მოთხოვნას ქართულ ბიომეტრულ პასპორტებზე,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

დღის ამბები