17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
"ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის სამარადჟამო მონაპოვარი," - ვანო ჩხიკვაძე უვიზო მიმოსვლაზე საუბრობს

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე თავისუფალი სავიზო რეჟიმის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.

„გამოწვევაა პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის რაღაც სამარადჟამო მონაპოვარი და ამას აუცილებლად სჭირდება გაფრთხილება, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე თითოეული მოქალაქის მხრიდან, რომელიც გადაწყვეტს, რომ გაემგზავროს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ,“ - განცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

მისი თქმით, მოქალაქეები ბევრად უფრო გამარტივებული ფორმით შეძლებენ შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას, ვიდრე ეს იყო მანამდე.

ჩხიკვაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესების პარალელურად, რუსეთის მხრიდან რაიმე გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი.

„რაც უფრო უახლოვდება ნებისმიერ სახელმწიფო ევროკავშირს, ეს ცხადია რომ რუსეთისთვის დიდად სასიამოვნო არ არის,“ - განაცხადა ვანო ჩხიკვაძე.

დღის ამბები