17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
სამ საათში ისტორიულ დღეს ქვეყანა გალა კონცერტით აღნიშნავს

სამ საათში ისტორიულ დღეს ქვეყანა გალა კონცერტით აღნიშნავს. საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ინსტალაცია განათდება ევროპის მოედანზე. ღონისძიება საღამოს 9:00 საათზე დაიწყება და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

ვიზალიბერალიზაციის დღის აღსანიშნად დაგეგმილი გალა კონცერტისთვის სამზადისი, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ, როგორც სოლო არტისტები, ასევე ჯგუფები. 

გარდა ამისა, მაყურებელს ანსამბლი ერისიონი ქორეოგრაფიულ ნომერს წარუდგენს. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, საღამო ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნება და საქართველოს ჰიმნით დასრულდება.

 

დღის ამბები