17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
გვაქვს ტექნიკური საშუალებები, რათა გამოვავლინოთ მოქალაქეები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობებს დაარღვევენ - შალვა ხუციშვილი

ვიზალიბერალიზაციის მოახლოებასთან დაკავშირებით, მესაზღვრე-კონტროლიორებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს, რათა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპის უვიზო მიმოსვლის ზონის ქვეყნებში სურთ გამგზავრება, კონსულტაცია გაუწიონ და თითოეულმა მოქალაქემ შესაბამისი შემოწმება გაიაროს.

„პრემიერის დავალების შესაბამისად, გვაქვს ტექნიკური საშუალებები იმისა, რომ გამოვავლინოთ მოქალაქეები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობებს დაარღვევენ, გადააჭარბებენ ვადას და ა.შ. და ამის შესახებ პროაქტიულად მივაწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს და ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან პირველი რეისი ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდება.

დღის ამბები