17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა - ალექსეი ნავალნის 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ალექსეი ნავალნი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ ცნეს. მას პატიმრობის გარდა 350 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

ალექსეი ნავალნი გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. მის გარდა დააპატიმრეს 1000-ზე მეტი დემონსტრანტი. მიტინგი ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მოეწყო და წინ უძღოდა ნავალნის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება, სადაც დიმიტრი მედვედევის ქონებასა და აქტივებზეა საუბარი.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები