17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
განვიხილავთ გზებს, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს მართლმსაჯულება კორუმპირებული მოსამართლეებისგან - ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სასამართლოში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. სამართლებრივი დავა, რომელზეც გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ მიიღო, ინვესტორებს მილიონობით ლარის ჯარიმას აკისრებს.

ფადი ასლი მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებულს უწოდებს. არაბი ინვესტორი არ გამორიცხავს, რომ მორიგი კორუფციული გარიგების შემთხვევაში, ქვეყანას დატოვებს.

„განვიხილავთ გზებს, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს მართლმსაჯულება კორუმპირებული მოსამართლეებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლოს სისტემის სანდოობასა და იმიჯს. ასევე ძირს უთხრიან საინვესტიციო კლიმატს საქართველოში, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ჩვენ პარიზში, 3 ყველაზე ცნობილ მოსამართლეს გადავუგზავნეთ და როდესაც ისინი საქმეებს გაეცნენ, ეს მათთვის შოკი იყო,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

ის აღნიშნავს, რომ  მას მოსაზრებას ვერაფერი შეაცვლევინებს. მისი აზრით, ვლადიმერ კაკაბაძე სასამართლოსა და საქართველოს არცხვენს.

„როდესაც მეკითხებიან, კორუფციის რა მტკიცებულება გაქვს, ჩემი პასუხია - როდესაც ვგრძნობ ნაგვის სუნს, არ მჭირდება ვინმემ დამიდასტუროს, რომ ეს ნაგავია. რაც ვლადიმერ კაკაბაძემ გააკეთა, სირცხვილია,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

დღის ამბები