17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
მესამე სექტრი ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოსთვის გადაცემას კვლავ აკრიტიკებს

არასამთავრობოები ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოსთვის გადაცემას კვლავ აკრიტიკებენ. ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი ძალაში 31 მარტიდან შევა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის დარღვევაში ადანაშაულებს.

„ამ ტიპის კანონით, ფაქტობრივად, უფრო ორგანიზებულად მოხდება მოქალაქეებზე თვალთვალი, რაც არის ცხადია დაუშვებელი. ასევე ამ კანონპროექტით საქართველოს პარლამენტმა დაარღვია ის მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე ე.წ. მოსმენების კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მის გასაჩივრებას არ გამორიცხავს.

„არაკონსტიტუციურად იქნეს ის დებულება გამარტივებული წესით ცნობილი, რაც ერთხელ უკვე სცნო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად. ეს საქმე ეხება სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის გასაღები ანუ მოსმენების საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობას,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ. 

დღის ამბები