17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ძარცვა ბერლინში - ბოდეს მუზეუმიდან 3 მილიონ 700 ათას დოლარად შეფასებული ოქროს მონეტა მოიპარეს

ძარცვა ბერლინში - ბოდეს მუზეუმიდან ოქროს მონეტა მოიპარეს. ნეკერჩხლის ფოთლის ფორმის მონეტა, რომელიც 100 კილოგრამს იწონის, 3 მილიონ 700 ათას დოლარადაა შეფასებული.

გავრცელებული ცნობით, მძარცველები მუზეუმში ფანჯრიდან შევიდნენ და კიბე რომლითაც ისარგებლეს, შემთხვევის ადგილზე იპოვეს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ოქროს მონეტის დიამეტრი 53 სანტიმეტრია და ერთ მხარეს დედოფალ ელისაბედ მეორის პროფილია გამოსახული. ის ბოდეს მუზეუმს საჩუქრად რამდენიმე წლის გადაეცა.


დღის ამბები