17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავს

არასამთავრობო ოპოზიციის ნაწილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, უმრავლესობის მიერ დამტკიცებული კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ამ შენიშვნებს მმართველ გუნდში არ იზიარებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე, აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერდა ამ შემთხვევაში კანონის ამოქმედების ვადები იქნებოდა დარღვეული.

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, ქართულ ოცნებას ე.წ. მოსმენების კანონის მიღების გამო აკრიტიკებს.

„ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს გავაგრძელებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ პოლიტიკურ გაერთიანებებთან, ვინც სამართლებრივი გზით აპირებს აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ბრძოლის გაგრძელებას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ენმ-ს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, მესამე სექტორთან ერთად საკონსტიტუციო სარჩელის შედგენას არ გამორიცხავს.  

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იგნორირებულია და დღეს კვლავ გვიწევს არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბარი იმაზე, რომ მომზადდეს კიდევ ერთი საკონსტიტუციო სარჩელი და დამტკიცდეს მიღებული კანონის არაკონსტიტუციურობა,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები