17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
კონკრეტული ადამიანების დასჯა არის საჭირო კონკრეტულ ფაქტზე წასწრებით - გიორგი პაპუაშვილი ფადი ასლის ბრალდებებს ეხმაურება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ბრალდებებზე საქალაქო სასამართლოს მიმართ, რეაგირება აუცილებელია.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სასამართლოში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ორგანოები და ის ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სასამართლო სისტემაზე, რამდენად ღისეულად შეხვდებიან ამ გამოწვევებს, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს. მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარემოში ძალიან ხელისშემშლელია. კონკრეტული ადამიანების დასჯა არის საჭირო კონკრეტულ ფაქტზე წასწრებით,“ - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი.

დღის ამბები