17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
შალვა ხუციშვილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნას ეხმიანება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნას ეხმიანება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს პრემიერის დაქვემდებარებაში არ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი თავად სააგენტოს უსაფრთხოებაა.

„გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა, ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს სჭირდება კიდევ სხვა ტიპის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად, შიდა უსაფრთხოების და გარე უსაფრთხოების დაცვა, ლოჯისტიკური და სხვა პრობლემები რაც არის და, ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისთვის, რომ ბალანსი მიღწეული ყოფილიყო, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, თვითონ ამ სააგენტოს უსაფრთხოების ნაწილიც ყოფილიყო უზრუნვეყოფილი,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

დღის ამბები