17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
რამდენიმე საათი ვიზალიბერალიზაციამდე - ევროპაში მოგზაურობის ვადების დარღვევისას საქართველოს მოქალაქეები დაჯარიმდებიან

ევროპის საზღვრების გახსნამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე წევრ და არაწევრ ქვეყანაში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამ პრივილეგიით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ისარგებლებს.

ვიდრე საქართველოს მოქალაქეები ევროპის საზღვარს ხვალ უვიზოდ გადაკვეთენ, საგარეო უწყების ხელძღვანელი განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს. ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის პრივილეგიით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც შენგენის ზონას მოკლე ვადით გაემგზავრებიან.

უკვე განსაზღვრულია ის ჯარიმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობის ვადების დარღვევისას მიიღებენ. 3000-ევროინაი ჯარიმის გარდა მათ შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგანგებო მიღება დღეს ევროპული საქართველოს წევრებმა გამართეს. პარტიის ოფისში ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და ტორტიც გაიჭრა.

საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიულოცა.

ისტორიულ თარიღამდე რამდენიმე საათი რჩება. სულ მალე საქართველოს პირველი მოქალაქე ევროპის საზღვარზე თავისუფლად, ვიზის გარეშე შეაბიჯებს.

დღის ამბები