17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
არასამთავრობოების კვლევა - სტატისტიკური ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება

ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სასამართლო მონიტორინგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მოსამართლეების მიერ, მსგავს საქმეებზე ბრალდებული პირებისთვის, დაუსაბუთებლად ლმობიერ და არაადეკვატურ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საუბრობენ.

კვლევის შედეგის ის ნაწილი სადაც, პროკურატურის არაეფექტურ და ხარვეზიან საქმიანობაზეა საუბარი, მიუღებელია პროკურატურისთვის. უწყებაში განმარტავენ, რომ უწყების მიდგომა ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით მკაცრია, თუმცა ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეზე კვლევამ პროკურატურის მხრიდან არასრული და მსუბუქი კვალიფიკაციის შემთხვევები მაინც გამოავლინა.

მესამე სექტორის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მისაღებია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის ნათია ქუთათელაძისთვის. 

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგომას ითხოვენ ძალადობის მსხვერპლთან მომუშავე იურისტები. 

სტატისტიკური ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის შემთხვევები ყოველწლიურად იზრდება.

 

 

დღის ამბები