17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან გატაცებების რიცხვი წელიწადში 150-ს აღწევს

ე.წ. საზღვრისპირა სოფელი კირბალი ოკუპანტების მხრიდან ადგილობრივების გატაცების ეპიცენტრად იქცა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე სწორედ ამ სოფლიდან წაიყვანეს. ბოლო შემთხვევა კი წუხელ მეზობლად მდებარე სოფელში მოხდა, საიდანაც კახაბერ ქისიშვილი უკვე მეორედ გაიტაცეს.

საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება უჭირს. გატაცებულების რაოდენობის ყოველწლიურად ზრდას ხელისუფლებაში არ უარყოფენ. მათი რიცხვი წელიწადში 150-მდე ადამიანს აღწევს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რუსეთის მხრიდან მოქალაქეების გატაცებების პროცესს ღია ანექსიად აფასებენ. ოპოზიცია ოკუპირებული ტეროტორიებიდან გატაცების შემთხვევების ზრდას ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებენ.

სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული კახაბერ ქისიშვილი ისევ ცხინვალის ციხეში რჩება. ამ დრომდე მისი ოჯახის წევრებს საოკუპაციო რეჟიმიდან ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი, იზო ჩუბინიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები