17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა

საერთაშორისო სავაჭრო პალატა სასამართლოში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. ამის დასტურად ფადი ასლი 3 სასამართლო გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელიც ერთი და იმავე მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ, მიიღო.

ერთ შემთხვევაში ფილიპ მორისისა და თბილისის თამბაქოს შორის დავაში უცხოურ კომპანიას 92 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა, ომეგა ჯგუფისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს საქმეში კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მწარმოებელს 270 მილიონი ლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი. ტერა ბანკის შემთხვევაში კი პროცესი ერთი წელია მიმდინარეობს და შესაძლოა სასამართლო პროცესის დასრულების შედეგად ინვესტორმა საქართველო საერთოდ დატოვოს.

ფადი ასლი დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებები კორუფციული გარიგების შედეგად მიიღო.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული ნიშნების შესახებ მიუთითებს. მმართველი გუნდის ნაწილს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიმართ უარგუმენტო ბრალდებები ისმის, ნაწილი კი ფიქრობს, რომ დასახელებული პრობლემები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საჩივრით უკვე მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები