17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
გორის თეატრის დაარსების თარიღი, რომელიც თანამედროვე ქართული პროფესიული თეატრის ისტორიას ცვლის

გორის თეატრი უკვე დიდი ხანია ცდილობს დაადგინოს საკუთარი ასაკი. საბჭოთა დროიდან სეზონის ათვლა რამდენიმეჯერ აირია. ერისთავის დასის დაკვეთით, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა ისტორიული წყაროები მოიძია. დასკვნა კი არამარტო ერისთავის, მთლიანად თანამედროვე თეატრის ისტორიას ცვლის.

თეატრმცოდნემ არაერთ ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით დაადგინა, რომ გორის თეატრს კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. დღეიდან მისი დაარსების თარიღად ირიცხება 1845 წელი.

გორის თეატრის დაარსების ახალი თარიღი ცვლის თანამედროვე ქართული პროფესიული თეატრის ისტორიასაც, რომლის შესახებ მაყურებელს გიორგი ერისთავის სახელობის დასმა გუშინ - თეატრის საერთაშორისო დღეს განუცხადა.

მნიშვნელოვანი აღმოჩენა გორში სპექტაკლით აღინიშნა, რომელშიც დასის სრული შემადგენლობით და გორის ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობდა.

ავტორები:იზო ჩუბინიძე. 

 

დღის ამბები