17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
ევროპა უკვე აღარ არის ქართველებისთვის აბსტრაქცია - ევროპარლამენტარები ქართველებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავენ

ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს უვიზო რეჟიმის დამყარებას ულოცავენ. ევროპარლამენტის დეპუტატების აზრით, ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა.

"ეს დიდი ხნის წინაც უნდა ყოფილიყო ასე. მნიშვნელოვანი ნიშანია ქართველი ხალხისთვის, რომ არ უნდა დანებდნენ და ყოველთვის იბრძოლონ ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპული მისწრაფებებისთვის, რომ ჰქონდეთ კარგი მმართველობა, დაიცვან კანონის უზენაესობა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოც და ევროკავშირიც არადემოკრატიული ქვეყნის-რუსეთის მხრიდან არსებული გამოწვევის წინაშე დგანან,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანა გომეშმა.

ევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩიუსი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი საქართველოსთვის იქნება სტიმული, რომ იდევ უფრო დიდი ძალისხმევით იაროს ევროპისკენ.

„ევროკავშირმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ის არის დემოკრატიული და გახსნილი ორგანიზაცია, რომელიც მიესალმება ასეთივე იდეის მქონე ქვეყნის მოქალაქეებს.
ევროპა უკვე აღარ არის ქართველებისთვის აბსტრაქცია. მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ როგორია ევროპა. ვიცი რომ ქართველები ამბიციური ხალხია და უფრო მეტის მიღწევა სურთ. მოვუწოდებ, რომ იბრძოლონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ისევე როგორც ამას ნატოსთან მიმართებით აკეთებენ და ეს სავსებით ლეგიტიმურია,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ვიზალიბერალიზაციაზე კომენტარი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, ნატალია საბანაძემაც  გააკეთა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში აცხადებს, რომ საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი მიღწევაა.

„ეს იყო საკმაოდ სერიოზული გზავნილი, დაფასება და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები