15 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
უვიზო რეჟიმის პირველი დღე და ლატვიის პრეზიდენტის მილოცვა ქართველებს

ევროპაში პირველი დღე უვიზოდ ქართველებს თბილისში ლატვიის პრეზიდენტმა მიულოცა.

ეს საკითხი პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმაც საუბრის თემა იყო. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პროცესში ლატვიისა და მისი პრეზიდენტის მხარდაჭერას ხაზი განსაკუთრებით გაუსვა.

გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ უვიზო მიმოსვლა რეალური სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება.

განცხადებები რეგიონში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზეც გაკეთდა. რაიმონდს ვეიონისმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქვს სუვერენული არჩევანის უფლება და ევროატლანტიკურ გზაზე ქვეყანამ რეფორმების პროცესი უნდა გააგრძელოს.

ლატვიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ხვალ პირადად მოინახულებს და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს თანამშრომლობის ფარგლებში ხელი რამდენიმე მემორანდუმს მოეწერა. მოგვიანებით ლატვიის პრეზიდენტმა დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო სადილის ფორმატში შეხვდა.

 

 

 

დღის ამბები