15 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
კონსულტაციები ე.წ. მოსმენებზე - კანონი ძალაში 31 მარტს უნდა შევიდეს

ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზე პრეზიდენტი კონსულტაციებისთვის ემზადება. კანონი კვირის ბოლოს შედის ძალაში. გიორგი მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს გაეცნობა. სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება და მესამე სექტორი ისევ სასამართლოს მეშვეობით შეეცდება, დაამტკიცოს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ანტიკონსტიტუციურია.

კონსულტაციებში ასევე ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიცია. კანონის გასაჩივრებისას ხელისუფლების ოპონენტები ეცდებიან, დაასაბუთონ, რომ ახალი რეგულაციები ანტიკონსტიტუციურია და წინა ჩანაწერზე მეტად საფრთხის შემცველი.

სამართლებრივ ბრძოლასა და კონსულტაციებში მონაწილეობას აქტიურად აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც და მოსმენების კანონის გაპროტესტებას აქციების გზითაც არ გამორიცხავს.

მმართველ გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტების შენიშვნებს არგუმენტი არა აქვს და კანონის სახელისუფლებო ვერსიაც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებისა და უსაფრთხოების დაცვას თანაბრად უზრუნველყოფს.

სტრასბურგისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელს უკვე ამზადებენ კამპანია ეს შენ გეხებაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები დარწმუნებული არიან, რომ ერთხელ უკვე გაუქმებულ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს.

სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გასულ კვირას ვეტო დაძლია და ე. წ მოსმენების კანონი ძალაში 31 მარტს უნდა შევიდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები