15 მაისი 2024,   23:22
ვრცლად
საკრებულოს მხრიდან იყო დათქმა იმისა, ან დათანხმდებით ჩვენს პირობას, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ - ფრიდონ სიხუაშვილი

ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი აცხადებს, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის  შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გარკვეულწილად ემუქრებიან, რომ დაპირებულ 3000-ლარიან კომპენსაციას არ გადაუხდიან, თუ ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.

„ყოველ შეხვედრაზე, ცალსახად, საკრებულოს მხრიდან იყო დათქმა იმისა, ან დათანხმდებით ჩვენს პირობას, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ და არაფერს არ ელოდოთ სახელმწიფოსთან,“ - განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულთა სიას ყოველ ჯერზე ითხოვენ და ცდილობენ, ეს ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირონ, რადგან რაც უფრო ნაკლები პირი იქნება სიაში, მით უფრო მეტს მიიღებს თითოეული მათგანი.

„ამ ხალხის ნერვებზე თამაშობენ,“ - აცხადებს ფრიდონ სიხუაშვილი.

ის ამბობს, რომ ბიუჯეტში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად საკმარისი თანხა უნდა გამოიყოს.

„თუ დაგვჭირდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც გავაკეთებთ,“ - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა. 

დღის ამბები