17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობის აზრით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ცენტრალიციისკენ მიმავალი გზაა

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერებით მმართველი გუნდი არჩევნებისთვის რეგიონულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში საკუთარი აქტივის გაძლიერებას ცდილობს.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევითობის პრინციპის დანერგვა აუცილებელია.

„ცუდი ის არის, რომ გამოიკვეთა ხელისუფლებაში ტენდენცია, როდესაც მათ არ უნდათ პირდაპირი არჩევნები, რაც თავისთავად, ერთმმართველობისა და ცენტრალიზაციისაკენ მიმავალი გზაა, რაც უმარტივებს მმართველ ხელისუფლებას ერთი მხრივ სასურველი მიმართულებით თავისი პოლიტიკური აქტივობის წარმართვას და მეორე მხრივ, ცენტრალიზებული სახელმწიფო, ეს ყოველთვის არის ხელისუფლების შენარჩუნებისა და უზურპირების ერთ-ერთი ფორმა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ლაშა დამენია ამბობს, რომ ქართული ოცნება ზუგდიდს წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდა, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს დაუბრუნებდა და დღეს მოვლენები სრულიად სხვაგვარად ვითარდება.

„დღეს ჩვენი ქვეყნის გამოსავალი არის მეტ დეცენტრალიზაციაში და ხალხთან უფრო ახლოს მიტანაში მმართველობის. უკან გადადგმული ნაბიჯია, თავისთავად, როდესაც თვითმმართველ ქალაქებს აუქმებს და უერთებ მთლიანად რაიონს,“ - აცხადებს ლაშა დამენია.

დღის ამბები