17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ბათუმის მოვლენებისას ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ სასამართლომ სამართალწარმოება შეწყვიტა

ბათუმის მოვლენებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირების სასამართლო პროცესი გრძელდება.

სასამართლომ დღეს მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. დაცვის მხარეს სასამართლო პროცესზე მოწმე ყავდა წარმოდგენილი.

მისი განმარტებით, ის აქციის ღამეს მამუკა ბერიძესთან ერთად ღამის კლუბში იმყოფებოდა.

„პოლიციის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულებები, არც ვიდეო მასალის სახით, არც წერილობითი, არც მოწმის სახით, სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული ფაქტორით და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

დღის ამბები