17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე ჯგუფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის კითხვებს უპასუხა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წვერებს შეხვდნენ. დეპუტატებთან შეხვედრის ინიციატივა ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავად გამოთქვეს.

წევრებს აინტერესებდათ, ეწინააღმდეგება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე.წ. მოსმენების კანონი.

„ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ეს სააგენტო არის დამოუკიდებელი, რომ ამ სააგენტოს კონტროლის მექანიზმი არის ძალიან მაღალი და ამ სააგენტოს კონტროლი ხორციელდება 3 სახელისუფლებო შტოდან, არის ასევე ჩართული მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მათ ძალიან დეტალური კითხვები დასვეს კანონპროექტთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხები მიიღეს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონი სრულად ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კანონი იცავს, როგორც ყველა მოქალაქის ინტერესს, ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები