17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციას მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები აქვს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე რომელზეც განხილვის ძირითადი თემა პრეზიდენტის არჩევის წესი იყო, საარჩევო სისტემაზეც ისაუბრეს. კონფერენციაზე 15 არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საკუთარი ინიციატივით მივიდა. 

ისინი ითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით. ასევე, ბარიერმა 5%-დან 3 %-მდე დაიწიოს. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ასევე მმართველი გუნდის იმ პოზიციას ეწინააღმდეგებიან, რომელიც წინასაარჩევნოდ ბლოკების ჩამოყალიბების გაუქმებას ეხება.

„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ბლოკები არ გაუქმდეს და ბლოკების საკითხი დარეგულირდეს ბლოკის წესდებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარ არაადეკვატურ მიდგომებს, დაფინანსებასა და სხვა საკითხებთან მიმართებაში,“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემაც.

„იცრუა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ დანაკარგი მანდატებისა, აუთვისებელი მანდატები ბოლო არჩევნებში იყო 3.5%, და ამ დროს იყო 20 %. მოიტყუა ამ ბიჭმა და მიმაჩნია, რომ ეს ასე არ უნდა გატარდეს,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიას თავისი დღის წესრიგი აქვს.

„კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად, 10 აპრილის კვირაში გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც, ჩვენ არა მარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ უკვე კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ კომისიას პლენარულ სხდომას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები