17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
ჰოლივუდის ცნობილმა რეჟისორებმა საკუთარ კოლეგებზე ფილმი გადაიღეს

ჰოლივუდის ცნობილმა რეჟისორებმა საკუთარ კოლეგებზე ფილმი გადაიღეს. სურათი სათაურით 5-ვე დაბრუნდა მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მოქმედებების გადასაღებად ჩასულ რეჟისორებზეა და მაყურებელს მოუთხრობს როგორ შეიცვალა კინოინდუსტრია მათი დამსახურებით.

ფილმზე მუშაობდა რამდენიმე რეჟისორი, მათ შორის სტივენ სპილბერგი და ფრენსის ფორდ კოპოლა, ტექსტს ოსკაროსანი მერილ სტრიპი კითხულობს. სურათის პრემიერა ნიუ იორკში გაიმართა, კომპანია ნეტფლიქსი კი მას ეთერში 31 დეკემბერს უჩვენებს.

დღის ამბები