17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებას დათანხმდა

ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებას დათანხმდა. მომდევნო დღეებში ამერიკელ მუსიკოსს სტოკჰოლმში ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი. სწორედ ამ პერიოდში შეხვდება ის აკადემიის წარმომადგენლებს და დიპლომსა და მედალს მიიღებს.

შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ნობელის პრემია ბობ დილანს ოქტომბერში მიანიჭეს, თუმცა ის დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. 75 წლის მუსიკოსს ამ დრომდე არ ჩაუტარებია ტრადიციული ლექციაც, რომელიც ფულადი ჯილდოს, 8 მილიონი კრონის მიღების აუცილებელი პირობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები