17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
მარიხუანას მოყვანა-კულტივაციის საქმეზე მოსამართლემ შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა

ერთი ძირი მარიხუანას მოყვანა-კულტივაციის გამო ბრალდებული გიორგი ფანჯავიძის საქმის განხილვა 2 ივნისს გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროცესის გადადებას ითხოვდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს იმ მუხლის კონსტიტუციურობას, რომლის საფუძველზეც გამოძიება მიმდინარეობს.

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა ერთი თვის წინ, რომ გადაედოთ სასამართლო პროცესი, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი დაგვინიშნა 2 ივნისს,“ - აცხადებს გიორგი ფანჯავიძე.

დღის ამბები