17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევის წესი - ირაკლი კობახიძის კრიტერიუმები და ოპოზიციის შეფასებები

პარლამენტის თავმჯდომარე იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უნდა შეირჩეს და აირჩეს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, ის არ უნდა იყოს ქარიზმატული და არც მოსახლეობასთან უნდა მართავდეს შეხვედრებს.

პარლამენტის თავმჯდომარის ციტატები დღეს ჟურნალისტებს უმცირესობამ წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, ამ არგუმენტით ირაკლი კობახიძე შეეცადა დაემტკიცებინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება აუცილებელია. განცხადებები, რომლებზეც ოპოზიციამ ისაუბრა, დახურულ შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც გადამღები ჯგუფები არ იმყოფებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას დახურულ შეხვედრაზე ის განცხადებები არ გაუკეთებია, რაზეც ოპონენტები საუბრობენ.

მმართველი გუნდის პოზიციას - გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, სამოქალაქო სექტორიც ეწინააღმდეგება. არასამთავრობოები ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ახსენებენ.

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.

იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის პოზიცია საბოლოდ დამტკიცდა, მაშინ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის წესი 2023 წლის არჩევნებისთვის შეიცვლება. მომდევნო წელს კი, პრეზიდენტს ისევ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები