17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
საარჩევნო სისტემა - 15 არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ულტიმატუმი ხელისუფლებას

15 არასაპარლამენტო პარტია ხელისუფლებას, ოპოზიციური აზრის იგნორირებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარ წინადადებას სთავაზობს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულზე გადასვლა მთავარი მოთხოვნაა, მანდატების სამართლიანი განაწილების პრინციპით.

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელი, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომელიც გადასანაწილებელ მანდატებს უპირობოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებს. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა. რადგან მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით ცვლილების ერთადერთი საშუალებაა.

მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ პარტიებს ბლოკებად გაერთიანების შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონდეთ. ოპოზიციამ დღეს ხელისუფლებას ის ფაქტი შეახსენა, რომ გადამწყვეტი არჩევნები სწორედ ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა მოიგეს, მათ შორის ქართულმა ოცნებამაც 2012 წელს, როცა 6 პარტიისგან შემდგარ კოალიციას წარმოადგენდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევაა. ხელისუფლებისგან საჯარო პასუხს საკითხებზე არასაპარლამენტო ოპოზიცია 15 აპრილამდე ელის, წინააღმდეგ შემთხევაში კი, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატის დატოვებას გეგმავს.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებს მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარ კანონს არა რეალურად, არამედ სათავისოდ ცვლის.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები