17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე - ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ

პრემიერმინისტრმა ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად ბრიუსელის დათვალიერებას დაუთმო. ევროპაში უვიზოდ ჩასულმა დელეგაციის წევრებმა ვიზიტის მეორე დღეს ქალაქი დაათვალიერეს. ვიზალიბერალიზაცია განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სწორედ სტუდენტებს აძლევს, ამიტომ პირველი უვიზო რეისის მგზავრები სწორედ სტუდენტები იყვნენ.

ვიზიტის არაფორმალური ნაწილი დელეგაციის წევრებმა ბელგიის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ვახშმითა და ქართული სიმღერით დაასრულეს. ხელისუფლება კი უკვე ახალი გამოწვევებისთვის იწყებს მზადებას. მთავრობისა და პარლამენტის წევრების თქმით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, მთავარი მიზანი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობაა.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან კონკრეტულ სარგებელსა და პროგრამებზეც იმსჯელეს, რასაც ქვეყანა ვიზალიბერალიზაციისგან მიიღებს. თუმცა, ამასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები იმ აუცილებელ ვალდებულებებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან.

საქართველოს პრემიერი, სტუდენტების, მთავრობის წევრებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების დელეგაციასთან ერთად, პირველი მგზავრი იყო, ვინც ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველმა გადაკვეთა საზღვარი. დელეგაცია თავდაპირველად ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში ჩავიდა. 

დღის ამბები