17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქების ბედი - სტატუსის შესაძლო ჩამორთმევას არასამთავრობოები და ოპოზიცია ეწინააღმდეგება

120 არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის წინააღმდეგია. ამ გადაწყვეტილებას ისინი დემოკრატიის ხარისხის შემცირების ტოლფასს უწოდებენ.

არასმთავრობო სექტორის წარმომადგნელებმა დღეს საგანგებო წერილით პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს. არასამთავრობო სექტორმა მმართველ გუნდს, თვითმმართველობის შესახებ, წინასაარჩევნო დაპირებაც შეახსენა.

პარლამენტის თავჯდომარე არ გამორიცხავს, რომ კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან გამართოს. თვითმმართველი ქალაქების შემცირების თაობაზე მთავრობასა და პარლამენტს შორის მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას სავარაუდოდ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარადგენს.  

საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და არჩევითი პოსტების შემცირებას, მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო.

პოლიტიკურ დაინტერესებას თვითმმართველობის რეფორმაში მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ხშირ შემთხვევაში უფლებამოსილებების დუბლირება ხდება.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 12 თვითმმართველი ქალაქია. იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები