17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
რუსული აგრესია - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის ქმედებები გაეროში დაგმეს

დღეს, უკრაინის ინიციატივით, რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები, გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვის თემა კიდევ ერთხელ იყო. კიევი უკვე მეორედ ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება საქართველოს პრობლემებზე მოახდინოს.

რუსეთის წარმომადგენლის გარდა, ამ საკითხზე თითქმის ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა. საბჭოს წევრებმა ერთობლივი განცხადების მიღებაც დააყენეს დღის წესრიგში, თუმცა მოსკოვმა საკუთარი უფლება გამოიყენა და ეს საკითხი დაბლოკა.

ამის მიუხედავად, უკრაინა, რომელიც უშიშროების საბჭოს დროებითი წევრია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკას ამ ფორმატში მუდმივად წამოწევს. უკრაინის შეშფოთებას იზიარებს დიდი ბრიტანეთიც, რომელიც ამ ეტაპზე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა.

საქართველოში კი, ოპოზიცია ხელისუფლებას წინა წლების პასიურობას ახსენებს და მოუწოდებს, უფრო აქტიურად გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმები იმისთვის, რომ რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს.

გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის ინიციატივით საქართველოს საკითხზე პირველი დისკუსია დეკემბრის დასაწყისში შედგა. მაშინაც ოფიციალური დოკუმენტის მიღებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთმა შეუშალა ხელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები