17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ყვარელში "მუსიკის კუნძულის" გახსნის ცერემონიას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ყვარელში პირველი ლატვიურ-ქართული პროექტის მუსიკის კუნძულის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც ილიას ტბაზე განხორციელდება.

ღონისძიებაზე გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

„ბატონო პრეზიდენტო, ლატვიამ არა ერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი საქართველოს. ეს გამოიხატა ბევრი თვალსაზრისით, თუმდაც იმ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მონაწილეც ჩვენ ვართ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა კი ხაზი გაუსვა ქართულ და ლატვიურ ბიზნეს შორის პოზიტიური ზრდის ტენდენციას, ასევე ინვესტიციების ზრდას.

„ჩვენ დღეს სიმბოლურად გავცვლით მუსიკალურ გასაღებებს და დარწმუნებული ვარ, ეს გასაღები გააღებს იმ კარს, რომელიც უფრო და უფრო დააახლოებს ჩვენს კულტურებს და სხვა სფეროებს,“ - აღნიშნა რაიმონდ ვეიონისმა.

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისისა და მისი მეუღლის ივეტა ვეიონისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ლატვიის დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

დღის ამბები