17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
იქმნება ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - ხატია დეკანოძიე ე.წ. მოსმენების კანონზე

„ეს პირდაპირ დაექვემდებარება და ექვემდებარება სუს-ს,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, ე.წ. მოსმენების კანონის გასაღების მფლობ ორგანოს.

„იქმნება ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ადამიანის უფლებების ყველა ევროპულ კონვენციას და ასევე იმ მოთხოვნებს და იმ დაპირებებს, რომლითაც მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ შესატან მოთხოვნას მის პარტიაში იზიარებენ. დეკანოიძის განცხადებით, ფიქტიური კონკურსი იქნება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. ხატია დეკანოიძემ განმარტა, რომ ეს სააგენტო და მისი ხელმძღვანელი პოლიტიკურ დაკვეთებს შეასრულებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციასთან ერთად, ოპოზიციისა დაპრეზიდენტის რეკომენდაციებიც არ გაითვალისწინა.

„რეალურად მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს მართებულ გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, ჩვენ გვინდა და ვიმედოვნებთ ამას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები