17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
3 წლიანი პაუზა - მამუკა ჩარკვიანის შემოქმედების საღამო და სიურპრიზი მაყურებელს

სამ წლიანი პაუზის შემდეგ, კომპოზიტორი და მომღერალი მამუკა ჩარკვიანი სცენას უბრუნდება. ამჯერად კომპოზიტორის შემოქმედების საღამოზე - მის სიმღერებს თავად ავტორის ნაცვლად ახალი თაობის მომღერლები იმღერებენ.

თუმცა, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ სტუმრებს დღეს მამუკა ჩარკვიანი სიურპრიზს უმზადებს.

მამუკა ჩარკვიანის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან 26 სიმღერა ავტორმა, კონცერტის ორგანიზატორებთან ერთად გადაარჩია.

მამუკა ჩარკვიანი შემოქმედების საღამოზე ამჯერად, მხოლოდ ახალი თაობის მომღერლები იმღერებენ. საღამო 8 საათზე დაიწყება.

დღის ამბები