17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

IRI-ის კვლევაში, რომელიც რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება, ქვეყნის განვითარების კუთხითაც იყო კითხვები დასმული.

გამოკითხული მოსახლეობის 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • სწორი - 21 %
  • არასწორი - 65 %

როგორც კურიერისთვის გახდა ცნობილი, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა. მონაცემები ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. 

დღის ამბები