17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ვენეციის კომისია საქართველოშია - შეხვედრები საკონსტიტუციო კომიისიის წევრ პარტიებთან

რამდენიმე თვეში ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას საკუთარ რეკომენდაციებს გააცნობს ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

არასაპარლამენტო ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა ვენეციის კომისიის შენიშვნებში მოხვდება.

ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრებზე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საარჩევნო სისტემა პრინციპულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხად დააყენეს საკონსტიტუციო კომისიის წევრი არასამთავრობოების წარმომადგენლებმაც.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილი ვენეციის კომისიის შეფასებას ელოდება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც. 

მმართველი გუნდის წევრები პოლიტიკურ ოპონენტებს წინასწარი განცხადებებისა და შეფასებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ისინი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.

ვენეციის კომისიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში ინიცირებულ ყველა წინადადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ დასკვნას ქართულ მხარეს რამდენმე თვეში გამოუგზავნიან.

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებამდე კი, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა აპრილის ბოლომდე, საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს ოფიციალურად უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები