17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
შესაძლოა მიწის მიყიდვაზე რეგულაციების დაწესდეს - ბიზნეს წრეებისა და მმარველი გუნდის პოზიცია

ბიზნესისთვის თავისუფლების აქტის კონსტიტუციიდან შესაძლო ამოღება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე რეგულაციების დაწესება, კატეგორიულად მიუღებელია.

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარესთან ბიზნეს წრეების წარმომადგენლები არგუმენტებით მივიდნენ.

ქვეყნის ეკონომიკისთვის ბიზნესი ყველაზე პრობლემატურად კონსტიტუციის 94-ე მუხლიდან ცალკეული პუნქტის ამოღებას მიიჩნევს. მათი მთავარი მოთხოვნაა, გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, მთავრობას რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება ჰქონდეს.

ბიზნეს წრეების პოზიციას იზიარებს ეკონომიკის მინისტრი. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ მიწის გასხვისებაზე შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. ირაკლი კობახიძე ჯერ ვერ ადასტურებს, გაიზიარებს თუ არა საკონსტიტუციო კომისია ბიზნესის პოზიციას.

არასამთავრობოები მიწის გასხვისების საკითხის კონსტიტუციით რეგულაციას ეწინააღმდეგებიან.

ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების პირველად ვარიანტს საკონსტიტუციო კომისია აპრილის შუა რიცხვებში წარადგენს.

დღის ამბები