17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი გაურკვეველია

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფორმატი გაურკვეველია. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის.

პრეზიდენტის სიტყვა, სავარაუდოდ, ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერმინისტრიც დაესწრება.

პრეზდენტის მზაობის მიუხედავად, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმატში გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობა. საპარლამენტო უმცირესობა დებატებს ითხოვს.

მმართველ გუნდს კი, პრეზიდენტთან კითხვები არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს. კონსულტაციები მმართველ გუნდში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის ანგარიშის შეჯამება ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებით დასრულდეს.

გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიურ ანგარიშს კანონმდებლების წინაშე მეოთხედ წარადგენს.

დღის ამბები